რატომ დაფუძნდა საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია

საქართველოში ციფრული აქტივების სწორი რეგულირება უნდა მოხდეს, მიაჩნია საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის (DEAG) დამფუძნებელს გიორგი შერვაშიძეს.
Sputnik

„ქვეყანა არ უნდა ჩამორჩეს ციფრული ეკონომიკის გლობალურ პროცესებს, სხვა შემთხვეაში შესაძლოა სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდეთ“, – განუცხადა გიორგი შერვაშიძემ „Sputnik–საქართველოს“.

საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია ივნისში დაფუძნდა და ის ამ ეტაპზე 50-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს აერთიანებს.