მაღალმთიან აჭარაში მაგისტრალური გაზსადენი აშენდება

ახალი გაზსადენი კურორტ გოდერძის მიმართულებით აშენდება.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. აჭარაში გაზიფიცირების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც მაღალმთიან აჭარაში 9 000 აბონენტის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მასალებში.

მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე რაიონში — ხელვაჩაურში, ქედასა და შუახევში გაზიფიცირების პირველი ეტაპი ხორციელდება, რომელიც 11 ათასი აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგებას ითვალისწინებს. 

საქართველოში გაზსაცავის აშენებისთვის 14 კომპანიაა მზად
სამუშაოები ვადაზე ადრე, 2018 წლის შემოდგომამდე დასრულდება. გაზსადენის საერთო სიგრძე 65,1 ათასი მეტრია. პროექტის ღირებულებაა 25 850 ათასი ლარი. თავიდან იგეგმებოდა, რომ სამუშაოები 2019 წლის 1 მარტს დასრულდებოდა.

მაღალმთიან აჭარაში ბუნებრივ გაზს გაიყვანენ>>>

რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, აჭარის მაღალმთიანეთში ტექნიკური ხასიათის სირთულეებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ სამხრეთ საქართველოში არსებულ გაზსადენის ქსელზე დაერთებით, კურორტ გოდერძის მიმართულებით აშენდება გაზსადენი, რომელიც მაღალმთიან აჭარას მოამარაგებს.

ამ პროექტს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს.

„გაზიფიცირებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება იქ ძალიან რთულ პირობებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ასევე ხელი შეეწყობა ტურიზმს და მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროებს“, — ნათქვამია მასალებში.

საქართველოში, მათ შორის აჭარაში, უკვე მერამდენე წელია აქტიურად ვითარდება ტურიზმის სფერო. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისადმი ტურისტების მზარდი ინტერესის გამო ხელისუფლება აღნიშნულ რეგიონებში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.