თბილისი,12 ივნისი — Sputnik. პარიზის მეათე ოლქში მამაკაცმა ორი მძევალი აიყვანა, იუწყება РИА Новости პორტალ France Info-ზე დაყრდნობით.
„პარიზის მეათე ოლქში საპოლიციო ოპერაცია მიმდინარეობს“, — იუწყება გამოცემა.
პორტალის მონაცემებით, უცნობმა მამაკაცმა ორი მძევალი აიყვანა. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
რადიოსადგურ France Bleu იუწყება, რომ ერთ-ერთი მძევალი ორსული ქალია. ცნობილია, რომ ბოროტმოქმედი ირანის საელჩოსთან კავშირის უზრუნველყოფას მოითხოვს.
ამჟამად ადგილზე მუშაობს პოლიცია, იქვე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმი.