საზარელი შემთხვევა სენაკში: წლინახევრის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მშობლები სახლში იმყოფებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სენაკში წლინახევრის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მედიკოსების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი ამ წუთებში ქუთაისის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მშობლები სახლში იმყოფებოდნენ.

გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.