თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში პროგრამული ხარვეზის გამო ზარების მიღება დროებით შეფერხებულია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ღვარცოფი თბილისში – დატბორილი ქუჩები, სავაჭრო ობიექტები და ავტომობილები>>>
„112"-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება", — აღნიშნულია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლობის შემთხვევაში ცენტრს „112"-ის Facebook-გვერდზე პირადი შეტყობინების საშუალებით მიმართოს.
თბილისში გუშინ ღამით მოსული ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დედაქალაქის სხვადასხვა რაიონიდან 153 შეტყობინება შევიდა.