საქართველოს მოქალაქე უკრაინიდან ანტიკვარული ნივთების უკანონოდ შემოტანას შეეცადა

საქართველოს მოქალაქის ბარგში, რომელიც უკრაინიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, ანტიკვარული ნივთები იპოვეს.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ილიჩევსკის პორტში საქართველოს 37 წლის მოქალაქის ბარგში 13 ძველი სამოვარი, ჩაიდანი, ყავადანი და როდინი აღმოაჩინეს, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

სიურპრიზი ბარგში: „სარფის“ მესაზღვრეებმა ჩემოდანში ქალი იპოვეს – ვიდეოკადრები

საქართველოს მოქალაქე ილიჩევსკის პორტიდან თბომავლით ბათუმში გამგზავრებას აპირებდა. მესაზღვრეებში ეჭვი მისმა ბარგმა აღძრა. სამართალდამცველებმა ბარგის შემოწმება გადაწყვიტეს, რა დროსაც აღმოაჩინეს აღნიშნული ნივთები.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, ნაპოვნი ნივთები, შესაძლოა, კულტურულ ფასეულობას წარმოადგენდეს, ამიტომაც ისინი ექსპერტიზაზე გაიგზავნა.

საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე ოქმი შედგა. მსგავსი ქმედება ითვალისწინებს კონტრაბანდული საქონლის კონფისკაციასთან ერთად ჯარიმას აღნიშნული ნივთების ღირებულების 100%-ის ოდენობით.