რუსთაველის გამზირი გადაკეტილია: რას გეგმავენ აქციის მონაწილეები

ზაზა სარალიძემ მომხრეებს პარლამენტის შენობის წინ 14:00 საათისთვის შეკრებისკენ მოუწოდა.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ" 14:00 საათზე განახლდება, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იმართება. სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი 16 წლის შვილის მკვლელობის საქმე სათანადოდ არ არის გამოძიებული და პროკურატურა მკვლელს ხელს აფარებს. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.

რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა – შსს განცხადებას ავრცელებს

„ჩვენ ორ საათზე დავაანონსეთ აქცია, ვნახავთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, წულუკიანმა და გახარიამ თანამდებობები უნდა დატოვონ", — განაცხადა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. საღამოს ზაზა სარალიძის თხოვნით დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ, ტროტუარზე გაშლილი კარვები გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

Заза Саралидзе и Малхаз Мачаликашвили

დღეს, დილით რუსთაველის გამზირზე პოლიციამ აქციის „ნუ მომკლავ" ორგანიზატორები და მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის დააკავა. დაკავებულთა შორის არიან აქციის ორგანიზატორები ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე.

რუსთაველის გამზირზე ოთხი პირი, მათ შორის, ზვიად კუპრავა დააკავეს>>>

ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფება, მათ შორის, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი — 2017 წლის დეკემბერში ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის დახმარებისთვის ბრალდებულთა წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.

Акция на Руставели

საპროტესტო აქციების სერია 31 მაისს დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, მეორე კი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ასე რომ, სარალიძის მკვლელი ამ დრომდე უცნობია.

იმავე დღეს, 31 მაისს თანამდებობიდან გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. სარალიძის სიტყვებით, სამართლიანობის აღდგენისთვის ეს საკმარისი არ არის.

მოზარდები 2017 წლის 1 დეკემბერს №51 სკოლის მახლობლად მომხდარ მასობრივ ჩხუბს შეეწირნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში.