„ამ მომენტისთვის ვასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს და უკვე შემოდგომაზე ვგეგმავთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას", – განაცხადა „ხობი 2 ჰესის" მენეჯერმა ნიკო ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
პროექტზე მუშაობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და მას შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი „ენერგია" ახორციელებს. „ხობი 2 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 44 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 260 მლნ კვტ/სთ იქნება.