დასაქმების ფორუმზე ვაკანსიები შშმ პირებისთვისაც იქნება

თბილისში, 61-ე საჯარო სკოლაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი ტარდება.
Sputnik

„ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს", — განუცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს.

დასაქმების ფორუმზე 20-მდე დამსაქმებელი შრომის ბაზარზე 2000-ზე მეტი აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. დამსაქმებლები ვაკანსიებს წარმოადგენენ მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმის სფეროებიდან. ფორუმზე ვაკანსიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც იქნება.