აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემსხვერპლა - ვიდეოკადრები ადგილიდან

ერთ-ერთი დაღუპული თბილისიდანაა, მეორე კი ქუთაისიდან.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში ავარიას ორი ქართველი ემსხვერპლა, იუწყება ამერიკული მედია.

ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-ჯერსის შტატში ქართველებს სატვირთო ავტომობილით ტვირთი გადაჰქონდათ, რა დროსაც მანქანა გადაბრუნდა. ავარიისას სატვირთოში სამი მამაკაცი იჯდა, ორი მამაკაცი, 26 წლის კარლო წვერავა და 43 წლის კახა კომახიძე ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ერთ-ერთი დაღუპული თბილისიდანაა, მეორე კი ქუთაისიდან.

​„სერიოზული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა“, — ნათქვამია ნიუ-ჯერსის შტატის პოლიციის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით,  ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო გარდაცვლილების ახლობლებს გადმოსვენების პროცედურებში ეხმარება.