თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მარნეულში ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან, რომლებიც მეფრინველეობის ფაბრიკაში გაფუჭებული ეგონათ, ათასობით წიწილა გამოიჩეკა.
შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში მარნეულში მცხოვრებმა საჰიბ ბაირამოვმა გაავრცელა.
„მარნეულში ქათმის კვერცხები დასახლებულ პუნქტის მახლობლად დაყარეს და რამდენიმე დღის შემდეგ ხალხი შოკირებული დარჩა, როცა გამოჩეკილი წიწილები ნახეს. გაურკვეველია, რატომ გადაყარეს ეს კვერცხები “, — წერს ბაირამოვი სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაგავსაყრელზე გამოჩეკილი წიწილები მარნეულის მოსახლეობამ სახლებში წაიყვანა.