თბილისში ტურიზმის სფეროში ინოვაციების მსოფლიო ფორუმი გაიმართება

ტურისტული ფორუმი Welcome Challenge შეკრებს 65 ქვეყნის წარმომადგენელს - სტარტაპერებს, ექსპერტებსა თუ საფინანსო კომპანიების სპეციალისტებს
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების მსოფლიო ფორუმი თბილისში 23-26 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

Welcome Challenge არის ღონისძიება, რომელიც ერთმანეთს დაუკავშირებს ინოვაციურ სტარტაპებს, ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს, მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებს და საფინანსო კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ. ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების მსოფლიო ფორუმი და ამ სფეროს სტრატაპების ჩემპიონატი მსოფლიოში პირველად სწორედ თბილისში გაიმართება.

კანაფი - ქართული ეთნოგრაფიული ყოფის საკულტო და ტრადიციული სანელებელი მცენარე

„საქართველოსთვის ტურიზმი გამორჩეული სექტორია და ამ ღონისძიების მასპინძლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია — ეს არის დასაქმების და შემოსავლების გენერაციის დიდი წყარო, შესაბამისად, კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე საქართველო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოჩნდეს“, — განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ოქტომბერში თბილისში ელიან 65 ქვეყნის წარმომადგენელს, რომელთა შორის ტურიზმის სფეროში მსოფლიოში 30 საუკეთესო სტარტაპის შემქმნელი იქნება.

Kavkaz Jazz: ჯაზმენები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ცეცხლს დაანთებენ

მასშტაბური ღონისძიება ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით სახელმწიფო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმი სფერო სულ უფრო ვითარდება. იზრდება ტურისტების რაოდენობა, შენდება ახალი სასტუმროები, ვითარდება ახალი ტურისტული მარშრუტები, მიმდინარეობს გიდების მომზადება-გადამზადება. ხელისუფლება არ ზოგავს სახსრებს უცხოეთში სარეკლამო კამპანიებისთვის — საქართველოს შესახებ წერენ მსოფლიოში ცნობილი გამოცემები, ხოლო პოპულარულ ტელევიზიებში ქვეყნის შესახებ ვიდეორგოლები ტრიალებს.