თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცმა მიიღო ტრავმები საკუთარი სახლის აივნის ჩამონგრევის შედეგად, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
აივანი კვირას დღის საათებში ჩამოინგრა. ჩამონგრევის მომენტში მამაკაცი აივანზე იმყოფებოდა. ამჟამად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.