ავსტრიაში ქართველი ქალი დააპატიმრეს

ავსტრიის პოლიცია ქალს დაახლოებით 70 ათასი ევროს უკანონო მითვისებაში ადანაშაულებს.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ავსტრიელმა სამართალდამცველებმა 53 წლის ქართველი ქალი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავსტრიის პოლიცია ქალს დაახლოებით 70 ათასი  ევროს უკანონო მითვისებაში ადანაშაულებს.

აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემსხვერპლა - ვიდეოკადრები ადგილიდან

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული წლების განმავლობაში არალეგალურად სარგებლობდა სოციალური შეღავათებით და იღებდა დახმარებას. მან  2010 წელს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მიიღო შრომისუუნარო მოქალაქის სტატუსი და შესაბამისი დახმარებაც დაენიშნა.

საქმის გამოძიების დროს ასევე გაირკვა, რომ ქართველმა ქალმა ჯერ კიდევ 2005 წელს მიმართა ავსტრიის ხელისუფლებას თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით, თუმცა უარი მიიღო, რის შემდეგაც მან რამდენჯერმე სხვა სახელით შეავსო განაცხადი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვებსაც დაეხმარა საბუთების გაყალბებასა და ავსტრიაში მუშაობის უფლების მიღებაში. 

სამარათალდამცავებმა დაკავებული ქალის ბინის ჩხრეკისას მტკიცებულებები ამოიღეს.