ნინი რაზმაძე
მისი ტარება ყველგან და ყოველთვის შეგიძლია. თავსაფრები საკმოდ მოდური და მრავალფეროვანია. ბრენდს უფრო ახლოს დავით ბაბილოძე გაგვაცნობს,
– დავით, რამდენი ხანია რაც „ბაბსი” არსებობს?
– ბრენდი „ბაბსი“ ბაზარზე 2018 წლის იანვარში გამოჩნდა. მის შექმნამდე ორი წლით ადრე მრავალფუნქციური თავსაფარი მაჩუქეს, რომელიც ძალზე კომფორტული აღმოჩნდა – თითქმის ყველგან ვატარებდი და გამოვიყენე სხვადასხვა სიტუაციაში და აქედან გამომდინარე დაიბადა ბრენდის შექმნის იდეა.
– რას ნიშნავს სახელწოდება „ბაბსი“?
– ბრენდის შექმნის პროცესში ბევრ მეგობარს ვკითხე რჩევა თუ რა დამერქმია. მეგობრები შემოკლებით ბაბსის მეძახდნენ, შესაბამისად დაიბადა იდეა, რომ ბრენდისთვის „ბაბსი“ დამერქმია. გადავამოწმეთ ყველა შესაძლო ინფორმაცია – იყო თუ არა დომეინი, როგორი იქნებოდა ჩვენი კომუნიკაცია მომხმარებელთან ამ სახელით და ა.შ. ეს სახელი აღმოჩნდა მარტივი დასამახსოვრებელი, გაიბაბსე, გამბაბსე და ა.შ.
– რას სთვაზობთ მომხარებელს?
– მომხმარებელს ვთავაზობთ მათზე მორგებულ კომფორტულ აქსესუარს, რომელსაც გამოიყენებენ ყველგან და ყოველთვის. ამ ეტაპზე ავარჩიეთ არსებული დიზაინი, თუმცა, განვითარებასთან ერთად, აუცილებლად ვაპირებთ ჩვენი დიზაინის გაშვებას. თავსაფარის შემადგენლობა – 100% პოლიესტერი წელვადი.
– რითია გამორჩეული თქვენი ნამუშევრები?
– არსებული დიზანები გამორჩეულია მრავალფეროვნებით.
– რამდენი ხანი სჭირდება დამზადებას და ვისი დიზაინია?
– „ბაბსის“ დამზადებას დაახლოებით 1 კვირა სჭირდება, გააჩნია რაოდენობას. წარმოება არის საზღვარგარეთ. ამ ეტაპზე აღებული გვაქვს იმ ფაბრიკის დიზაინები, სადაც ვამზადებთ.
– დავით, არ გაგიჭირდათ ბაზარზე დამკვიდრება?
– დასაწყისში ყველაფერი რთულია, საჭიროა ყველა დეტალი გათვალო, სიზუსტე დაიცვა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ბაზარზე თავსაფრის ფასი, ზოგადად, 20–დან 50 ლარამდე მერყეობს, ჩვენს პროდუქციას მომხმარებელს 10 ლარად ვთავაზობთ. ბაზარზე ადგილი ადვილად დავიმკვიდრეთ, თუმცა, ბევრმა არ იცის ამ შეთავაზების შესახებ და ვცდილობთ მის პოპულარიზაციას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით – სოციალური ქსელი და ა.შ.
– თქვენი თავსაფრები საკამოდ ფერადია, რამდენად მოსწონს ქართველ მომხმარებელს…
– ვფიქრობ, ასეთი ეფექტი ზუსტად თავსაფრების სიფერადემ მოახდინა, მას ძირითადად სპორტსმენები იყენებენ განსაკუთრებით ზამთრის კურორტებზე, მათ უხდებათ ჭრელი ფერები. ასევე გვაქვს ბევრი სადა თავსაფარიც, რომელიც მორგებულია ნებისმიერი სტილის ჩაცმულობაზე.
– დღეს აქტუალურია თავსაფრები?
– ჩვენი თავსაფარი მრავალფუქნციური, ადვილად მოსახმარი და შესანახია. ზოგადად, რაც გიმარტივებს ცხოვრებას, ის აქტუალურია.
– უახლოეს მომავლში რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლისთვის?
– ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სტილის თავსაფრები გვაქვს, უახლოეს მომავალში კი „ბაბსის“ ბრენდში გაერთიანდება სხვადასხვა სტილის თავსაბურავები და აქსესუარები.
– საზღვარგარეთ გაგაქვთ პროდუქცია?
– გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროდუქციის წარმოება „სტარტაპის“ ხელშეწყობით დავიწყეთ, ვცდილობთ სრულად ავითვისოთ საქართველოს ბაზარი, თუმცა, ჩვენს სამომავლო გეგმებში მოიაზრება ექსპორტიც. ჩვენი პროდუქცის შეძენა მომხარებელს შეუძლია ონლაინ საიტზე — BABSI.GE ასევე მაღაზია Camora Basement — ში.