გვატემალაში ამოფრქვეულმა ვულკანმა ფუეგომ დამანგრეველი შედეგები მოიტანა, დაღუპულია ასზე მეტი ადამიანი. იხილეთ ფოტოლენტა სტიქიური უბედურების ადგილიდან.
ვულკანი ფუეგო გვატემალის დედაქალაქიდან 40 კმ-ს დაშორებით მდებარეობს და ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანთა რიცხვში შედის.
ფუეგოდან ამოფრქვეულმა ლავის ნაკადმა და ფერფლმა ახლომდებარე დასახლებები წალეკა, დაიღუპა 109 ადამიანი, კიდევ 192 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
გვატემალის ხელისუფლებამ კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება სხვა სახელმწიფოებს სხთხოვა.