გომბორის გზაზე ექსკურსიის ავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია ერთი ბავშვი

ამ წუთებში მიმდინარეობს ხევიდან ბავშვების ამოყვანის სამაშველო ოპერაცია.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გომბორის საავტომობილო გზაზე ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეების მიერ დაქირავებული სამარშრუტო ტაქსი გზიდან გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi). 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევას ერთი ბავშვის და სამი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია რამდენიმე ბავშვი. 

ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.  მიმდინარეობს ხევიდან ბავშვების ამოყვანის სამაშველო ოპერაცია.

მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.