უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აჭარაში დაღუპულები ქვეყნის მოქალაქეები არ არიან

ჭოროხზე ჯომარდობისას დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთებში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უკრაინის მოქალაქეები არ არიან, იუწყება РИА Новости უკრაინის დიპლომატიური უწყების ოფიციალურ წარმომადგენელზე, მარიანა ბეცაზე დაყრდნობით.

ტრაგედია პარასკევს ხელვაჩაურის რაიონში სოფელ კირნათთან მოხდა. დაღუპულთა შორის არიან ცოლ-ქმარი და მათი 24 წლის ქალიშვილი. გარდა ამისა, დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მათთან ერთად ნავში იმყოფებოდა.

„განცხადება საქართველოში მომხდარი ტრაგედიასთან დაკავშირებით; ოფიციალური ორგანოების ინფორმაციით, საქართველოს მთებში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უკრაინის მოქალაქეები არ არიან“, — დაწერა ბეცამ Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში.

აჭარაში ჯომარდობისას დაღუპულები უკრაინის მოქალაქეები აღმოჩნდნენ

დაღუპული ტურისტების შესახებ ინფორმაცია ქართულმა მედია-საშუალებებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელეს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოჯახი საქართველოში ჯომარდობისთვის ადრეც იყო ჩამოსული.

აჭარაში ჯომარდობის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა >>

საქართველოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება "გაუფრთხილებლობით სიკვდილის" მუხლით აღიძრა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვის 5 წლამდე ვადით ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით პატიმრობას.