ზუგდიდში ევროკავშირის საველე მისიის ოფისი დაიწვა

ხანძრის შედეგად ევროკავშირის საველე მისიის ოფისში ზუგდიდში კონტეინერში არსებული მთელი ინვენტარი დაიწვა
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ერთი კონტეინერი დაიწვა ხანძრის შედეგად ევროკავშირის საველე მისიის ოფისში, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კონტეინერში მთელი ინვენტარი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.