შედანია: ხშირად დისკომფორტს განვიცდი ჩემი სილამაზის გამო

მოდელი თამთა შედანია საუბრობს იმაზე, თუ რამდენად სასიამოვნოა გქონდეს ლამაზი გარეგნობა.
Sputnik

„ძალიან რთულია იყო ლამაზი, მით უმეტეს საქართველოში. სულ უნდა ამტკიცო, რომ სილამაზის იქით არსებობს ქალი, რომელიც არის ჭკვიანი, შემდგარი. მე სულ ამის მტკიცებაში ვარ. ხშირად დისკომფორტს განვიცდი ჩემი სილამაზის გამო“, – ამბობს მოდელი.

თამთა შედანიას განცხადებით, ძალიან სიამოვნებს, როცა ლამაზ და ჭკვიან ადამიანებთან აქვს ურთიერთობა.