ახალციხეში ავტოავარიას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა

პაციენტს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა , თუმცა, შეუძლებელი გახდა მისი გადარჩენა
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი წლის გოგონა დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ვალეში გუშინ ღამით მოხდა.

ზუგდიდში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

როგორც „Sputnik საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. ბავშვი და ბრალდებულიც ადგილობრივები არიან.

გოგონა მძიმე ტრავმებით ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„პაციენტი მოიყვანეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით. ფაქტობრივად, გული გაჩერებული იყო. პაციენტს შემოსვლისთანავე ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, შეუძლებელი გახდა მისი გადარჩენა. ბავშვს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები", – აღნიშნა საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა ვასილ ბალახაშვილი

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევა") დაიწყო.