მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: დაკავებულია კიდევ ერთი ბრალდებული

ბრალდებულს ბრალად ედება ზეწოლის მოხდენა მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტსა ან თარჯიმანზე, რომლებიც სკოლის მოსწავლეების - დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს შსს-მ დააკავა პირველი ბრალდებული ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის — ორი მოსწავლის მკვლელობის განმეორებითი გამოძიების ფარგლებში, იუწყება ტელეარხი Imedi.

დაკავებულია ვინმე მერაბ მორჩაძე, 45 წლის, რომელსაც ბრალად ედება ზეწოლის მოხდენა მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტსა ან თარჯიმანზე.

16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე 2017 წლის 1 დეკემბერს უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა.

ბრალდებულს ბრალად ედება ზეწოლის მოხდენა მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტსა და თარჯიმანზე, რომლებიც სკოლის მოსწავლეების — დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ