ჩირაძე: თუ ვინმე მომეწონა და ვხვდები, აუცილებლად ვწითლდები

მსახიობი ანი ჩირაძე საუბრობს, რისი რცხვენია და რა შემთხვევაში შეიძლება გაწითლდეს.
Sputnik

„ძალიან ბევრ რამეზე ვწითლდები. მაგალითად, ვწითლდები, როცა კომპლიმენტს მეუბნებიან. თუ ვინმე მომეწონა და ვხვდები, აუცილებლად ვწითლდები. პერიოდები მაქვს ხოლმე. ზოგჯერ ძალიან ვწითლდები, ზოგჯერ არა. ალბათ ეს შუბლის ძარღვზეა დამოკიდებული, იმ მომენტში რა მდგომარეობაშია“, – ამბობს მსახიობი.

ანი ჩირაძე ქართველმა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ჩიკას როლს ასრულებს, რომელიც ძალიან მალე შეიყვარა მაყურებელმა.