ზუგდიდში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სტადიონზე მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ცუდად გახდა და გონება დაკარგა.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ზუგდიდში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

ურეკში მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა

შემთხვევა ზუგდიდში გუშინ, ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თანატოლები სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოზარდის ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით („სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით") მიმდინარეობს.