ქართულ ანიმაციურ ფილმ „ჯინოს“ მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში აჩვენებენ

პირველი ქართული სამგანზომილებიანი ანიმაციური ფილმი „ჯინოს” ჩვენების უფლება იაპონიაში, კორეაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და აშშ-ში გაიყიდა.
Sputnik

„ეს პირველი პრეცედენტია, როცა ქართული ანიმაციური ფილმის დისტრიბუცია მრავალ ქვეყანაში ხდება. და ქართული ანიმაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განუცხადა „ჯინოს“ რეჟისორმა დავით კიკნაველიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.

„ჯინო“ პირველი სამგანზომილებიანი ანიმაციაა, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ქართულ–გერმანული კოპროდუქციის შექმნაზე 300 000 ლარამდე დაიხარჯა, საიდანაც კინოცენტრის დაფინანსება 75 000 ათასი ლარი იყო.