ირაკლი ევსტაფიშვილი: ვატოს დასახმარებლად მთელი კონსერვატორია ერთიანდება

ირაკლი ევსტაფიშვილი საუბრობს იმ საქველმოქმედო კონცერტზე, რომელიც 7 ივნისს, 20 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ყოფილი სტუდენტის ვატო მაღრაძის დასახმარებლად.
Sputnik

„26 წლის მევიოლინეს ვატო მაღრაძეს დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, რისი მკურნალობაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მის მკურნალობას“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ირაკლი ევსტაფიშვილმა.

ირაკლი ევსტაფიშვილი – კონსერვატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია.