რამდენი დაიხარჯება დედაქალაქის გამწვანებაზე

თბილისის მერია დედაქალაქის გამწვანებაზე 4 600 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.
Sputnik

„ამ მცენარეების შეძენის მიზანი არ არის მხოლოდ ვიზუალური მხარე, პირველ რიგში ეს კეთდება არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად“, – განუცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“.

მერია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად 600 ათასამდე ბუჩქსა და 300 ათას ხეს ტენდერის წესით შეისყიდის. მცენარეები ვაკეში, საბურთალოზე, დიღომში, გლდანში და ვარკეთილში უნდა დაირგოს.