საპატრულო პოლიციის მანქანა ბავშვს დაეჯახა – შემთხვევა თბილისში

უწყების ინფორმაციით, ბიჭუნა აკრძალულ ადგილას გადარბოდა გზაზე, რა დროსაც მოხდა კიდეც ინციდენტი.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოსკოვის პროსპექტზე ბავშვს დაეჯახა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო News Georgia შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

უწყების ინფორმაციით, ბიჭუნა აკრძალულ ადგილას გადარბოდა გზაზე, რა დროსაც მოხდა კიდეც ინციდენტი.

საბედნიეროდ, ბავშვი მსუბუქად დაშავდა, ამ დროისათვის ის საავადმოფოშია გადაყვანილი. 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის“ მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით, თავისფლების 3 წლამდე შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.