სამყარო ფოტოებზე: კვირის საუკეთესო სურათები

Sputnik

„Sputnik-საქართველო“ წარმოგიდგენთ მსოფლიო ფოტოსააგენტოების გასული კვირის საუკეთესო სურათებს. იხილეთ ფოტომასალაში სხვადასხვა მოვლენების ამსახველი შთამბეჭდავი კადრები მთელი მსოფლიოდან.

1 / 27
ომანსა და იემენში 13 ადამიანი ემსხვერპლა ტროპიკულ ციკლონ მეკუნუს. ფოტოზე - ციკლონი მეკუნუ სალალეში, ომანი
2 / 27
პორტუგალიელი მორბენალი ადრილე სილვა "დიდი კედლის მარათონზე"
3 / 27
იტალიაში რამდენიმედღიანი ველორბოლა "ჯირო დ'იტალია" გაიმართა. დასკვნითი 21-ე ეტაპი 115 კილომეტრიანი მანძილით რომში ჩატარდა
4 / 27
პალესტინელები საპროტესტო აქციას მართავენ ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით. ფოტოზე - ერთ-ერთი დემონსტრანტი საპროტესო აქციაზე
5 / 27
მუშები ექპლუატაციიდან გამოსულ სანავთობე კოშკურას შლიან გუჯარათის შტატის დასავლეთში, ინდოეთი
6 / 27
კოსპლეის შეჯიბრების მონაწილე პოზირებს Birmingham არენასთან, დიდი ბრიტანეთი
7 / 27
მალაიზიის პორტის მესაზღვრეებმა ქვეყნის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ნარკოტიკი - 1187 კგ მეტამფეტამინი ამოღეს
8 / 27
პარიზში მიგრანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანაკის ევაკუაცია დაიწყო. მედიის მონაცემებით, ბანაკში დაახლოებით 1700 მიგრანტი იმყოფება
9 / 27
რამდენიმე დღიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ იემენის მთავრობის ჯარებმა, რომლებიც არაბული კოალიციის მხარდაჭერით სარგებლობენ, მივიდნენ საპორტო ქალაქ ჰოდეიდასთან წითელი ზღვის ნაპირებზე
10 / 27
იტალიის ჩრდილოეთში, ტურინთან ახლოს, მასშტაბური ავარია მოხდა. მატარებელი სატვირთოს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა - 18
11 / 27
ტაეკვონდოს კორეელი მოჩხუბრები რომის პაპის წინაშე წარსდგნენ წმინდა პეტრეს მოედანზე ვატიკანში
12 / 27
ირლანდიაში აბორტის ლეგალიზაციის რეფერენდუმი გაიმართა. უმეტესობა კონსტიტუციის მერვე შესწორების გაუქმება მოითხოვა, ანუ ევროპაში ყველაზე მკაცრი კანონი ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაიხედება
13 / 27
ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული პოლიგონი პუნგერი უჩვენა
14 / 27
ბელგრადის ახლადგახსნილ ილუზიის მუზეუმში სტუმარი მონაწილეობას ღებულობს ინსტალაციაში
15 / 27
მამაკაცი და მისი ძაღლები ასრულებენ ტრიუკს, გერმანია
16 / 27
კოვბოი გაურბის ხარს ჯირითში შეჯიბრებაზე Bandera Pro Rodeo, ტეხასი
17 / 27
კინორეჟისორი ჰარვი ვაინშტაინი მანჰეტენის სასამართლოზე მიჰყავთ, რომელსაც ბრალი ედება გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში, აშშ, ნიუ-იორკი
18 / 27
ხალხი ცეკვავს მორენადუს აღლუმზე "Senor del Gran Poder" (დიდი დერჟავის მბრძანებელი) ლა-პასაში, ბოლივია
19 / 27
ფორმულა-1 გრან-პრი მონაკოს გამარჯვებული დანიელ რიკარდო Red Bull-ის გუნდიდან
20 / 27
ასე აღნიშნა "მადრიდის რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება. ფოტოზე - სერხიო რამოსი და მარსელო
21 / 27
ვულკანი კილაუეას გამო სიტუაცია ჰავაიზე დღითიდღე უფრო რთულდება. ლავის ტალღებმა წყნარ ოკეანეს მიღწია და წყალთან შეერთების შედეგად ტოქსიკური ღრუბლები წარმოქმნა
22 / 27
ნიკარაგუას დედაქალაქში აპრილის შუა რიცხვებიან მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. ფოტოზე - დემონსტრანტები პოლიციასთან შეტაკებისას დანიელ ორტეგას მთავრობის წინააღმდეგ მანაგუაში
23 / 27
ელვა შვეიცარიის ფედერალური სასახლის (Bundeshaus) თავზე, ბერნი
24 / 27
ბუდისტები ლოცულობენ ვესაკის დღეს - ყოველწლიური დღესასწაული, რომელიც ეძღვნება ბუდას დაბადებას, განათლებასა და გარდაცვალებას, ჩონბურის პროვინციის ტაძარი, ტაილანდი
25 / 27
ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის ხელმძღვანელის მოადგილე გენერალი კიმ ენ ჩოლი აშშ-ში, სადაც მან ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები გამართა დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც 12 ივნისს გაიმართება
26 / 27
მოდელი წარმოადგენს დიზაინერი Alessandro Michele-ის კოლექციას მისსავე შოუზე 2019 Cruise Collection
27 / 27
ხალხი უყურებს ავსტრალიური მულტფილმების პერსონაჟების პროექციას კედელზე Vivid Sydney-ს ოფიციალური სტარტის დროს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი სინათლის, მუსიკისა და იდეის ფესტივალია, სიდნეი, ავსტრალია