ჯავახაძე: გამორიცხულია, რომ ამდენი ხანი თამაშობდე პერსონაჟს და არ შეგიყვარდეს

მსახიობი მარიშკა ჯავახაძე საუბრობს პერსონაჟზე, რომელსაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ განასახიერებდა.
Sputnik

„მიუხედავად ბევრი მინუსისა, მაინც ძალიან შევიყვარე ბარბარიკა. გამორიცხულია, რომ ამდენი ხანი თამაშობდე პერსონაჟს და არ შეგიყვარდეს, შენიანი არ გახდეს“, – ამბობს მსახიობი.

მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ თამაშობს. ბარბარიკას როლი თაკო კორინთელმა მოირგო. ჯავახაძის განცხადებით, სერიალის ახალ სეზონში ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვეღარ მიიღო მონაწილეობა.