გიორგი მახარაძე: 11 წელი ვთამაშობდი კალათბურთს

მსახიობი გიორგი მახარაძე საუბრობს იმაზე, ვინ იქნებოდა პროფესიით, რომ არა მსახიობი.
Sputnik

„მიხარია, რომ ჩემი პროფესიით ვმუშაობ. რომ არ ვყოფილიყავი მსახიობი, ალბათ ვიქნებოდი კალათბურთელი. 11 წელი ვთამაშობდი კალათბურთს და შესაძლოა გავყოლოდი კალათბურთს“, – ამბობს მსახიობი.

გიორგი მახარაძე ქართველმა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც მაქსიმეს როლს ასრულებს. მსახიობს გასულ წელს სიმსივნე აღმოაჩნდა, თუმცა მკურნალობის კურსმა წარმატებით ჩაიარა და მახარაძე სულ ახლახან კვლავ დაუბრუნდა ეკრანს.