„ვერაგობა და სიყვარული" – სპექტაკლს თბილისში აჩვენებენ

გერმანული ლიტერატურის კლასიკურ ნაწარმოებს ქართველი მაყურებლის სამსჯავრო ელოდება.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ფრიდრიხ შილერის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმული საკულტო სპექტაკლის „ვერაგობა და სიყვარული" ვიდეო-ვერსიას, რომელშიც მონაწილეობს დანილა კოზლოვსკისა და ელიზავეტა ბოიარსკაიას ვარსკვლავური წყვილი, თბილისის კინოთეატრ „ამირანში" სამშაბათს, 5 ივნისს უჩვენებენ.

„ფაჯრის" საერთაშორისო ფესტივალზე ექვსი ქართული ფილმი აჩვენეს

ბილეთების შეძენა კინოთეატრის სალაროებსა და ონლაინ არის შესაძლებელი. ვიდეო–ვერსიის ჩვენება (რუსულ ენაზე) 19:30 საათზე დაიწყება.

პიესა „ვერაგობა და სიყვარული" შილერმა 1784 წელს დაწერა და გერმანული დრამატურგიის კლასიკურ ნაწარმოებად ითვლება.

სანქტ-პეტერბურგის მცირე დრამატული თეატრის დადგმაში, რომლის პრემიერაც 2012 წელს შედგა, დანილა კოზლოვსკი მაიორ ფერდინანდ ფონ ვალტერის როლს ასრულებს, ლიზა ბოიარსკაია კი ლუიზა მილერს თამაშობს.

სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ იგორ ივანოვი, ქსენია რაპოპორტი, იგორ ჩერნევიჩი, სერგეი კურიშევი, ეკატერინა ტარასოვა, დარია რუმიანცევა და ა.შ. სპექტაკლის რეჟისორია ვალერი გალენდეევი.

სეანსზე დასასწრებად მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა: სპექტაკლზე 16 წლამდე ასაკის მოზარდები მხოლოდ მშობლების თანხლებით დაიშვებიან.