თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში დედა-შვილზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულებს 9 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ყაჩაღობა სამეგრელოში: ნაცემია 96 წლის ქალბატონი >>
ყაჩაღური თავდასხმა თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში 2017 წლის აგვისტოში მოხდა. ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა ქალს თავში პნევმატური იარაღი ჩაარტყა და ჩანთა წაართვა, შემდეგ კი ორივე თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ერთ-ერთი თავდამსხმელი იმავე დღეს თბილისში დააკავეს, მეორე — მომხდარიდან მეექვსე დღეს ზესტაფონში.
ეჭვმიტანილებს ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მაქსიმალური სასჯელი — 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.