თბილისი მეტროს გარეშე: მემანქანეები ორი დღეა გაფიცულები არიან

Sputnik

მეორე დღეა თბილისი მეტროს გარეშე ცხოვრობს — მემანქანეები გაფიცულები არიან. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია

თბილისის მეტრო მგზავრებს არ ღებულობს — მემანქანეები ორშაბათს დილით გაიფიცნენ ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები მანამდე აპირებენ გაფიცვის გაგრძელებას, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

1 / 18
მეტროს მემანქანეები ორშაბათს დილით გაიფიცნენ ხელფასის გაზრდის მოთხოვნით
2 / 18
მემანქანეების გაფიცვის გამო თბილისში, სადაც მილიონზე მეტი მოსახლეა, მეტრო მეორე დღეა მგზავრებს არ ღებულობს
3 / 18
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ არ დააკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს
4 / 18
გაფიცვის ორგანიზატორია მემანქანეთა პროფკავშირი "ერთობა 2013"
5 / 18
მემანქანეებმა მეტრო სარაჯიშვილის სადგურის მახლობლად ბანაკი მოაწყვეს
6 / 18
ადგილზე მუდმივად მორიგეობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა
7 / 18
ამ დროისათვის მემანქანეების საათობრივი ხელფასი შეადგენს 7 ლარს, ხოლო აქციის მონაწილეები ანაზღაურების 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ
8 / 18
თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და მემანქანეების ქმედებას თანამოქალაქეების მიმართ შანტაჟი უწოდა
9 / 18
სატრანსპორტო მომსახურების კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, გაფიცვა არ შეწყვეტილა
10 / 18
მემანქანეები მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავენ აქციას
11 / 18
აქ გაშლილია სხვადასხვა ზომის კარვები, გაფიცულთა ნაწილი აქციის ადგილს არ ტოვებს
12 / 18
"თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" სულ 6,3 ათასი ადამიანია დასაქმებული, აქედან დაახლოებით 240 მემანქანე
13 / 18
თბილისის მეტრო ყოველდღიურად ემსახურება 290 ათას მგზავრს. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მგზავრთა ნაკადით მეტრო მესამე ადგილს იკავებს - მიკროავტობუსებისა და ავტობუსების შემდეგ
14 / 18
თუმცა დღეს უკვე მეორე დღეა მეტრო არ მუშაობს - მემანქანეები პოზიციის დათმობას არ აპირებენ
15 / 18
აქციაზე ექიმებიც გახდნენ საჭირო
16 / 18
აქციის ერთ-ერთ მონაწილე შეუძლოდ გახდა - ექიმებმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს
17 / 18
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზეა განთავსებული - ახმეტელი-ვარკეთილი და საბურთალო
18 / 18
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზეა განთავსებული - ახმეტელი-ვარკეთილი და საბურთალო