ვის ქორწილში იმყოფებოდა თბილისში სტუმრად ვალერი მელაძე

„მეზობლებს პოლიცია არ გამოუძახიათ და არც ყვირილი დაუწყიათ“, წერს მელაძე თბილისური ქორწილის შესახებ.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ვალერი მელაძემ სოციალურ ქსელში თავის ხელმომწერებისთვის ძველი თბილისის ერთ-ერთ ეზოში გადაღებული ქორწილის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

„გუშინ ჩვენ ბედნიერება გვხვდა წილად, ვყოფილიყავით სტუმრები და ერთ-ერთ თბილისურ ეზოში ოჯახურ ზეიმზე გამოვსულიყავით. მეზობლები არ ყვიროდნენ და პოლიციას არ იძახებდნენ", — ეს სიტყვები წააწერა მელაძემ ვიდეორგოლს.

 

ანტურაჟი, რომელიც ფონზეა აღბეჭდილი, თბილისის მთელ კოლორიტს გადმოსცემს. ქორწილის ორგანიზატორებმა ეზოს შუაგულში მინი-თონე მოაწყვეს. სტუმრებს ცხელი შოთის პურითა და ეროვნული კერძებით უმასპინძლდებოდნენ.

თბილისში მელაძის ვიზიტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, თუ ვის ქორწილს ესწრებოდა მომღერალი, ცნობილი არ არის.