ჭკუასელი: ამ დროს ბავშვმა იცის, რომ მშობლისგან აქვს უპირობო სიყვარული

ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის წარმომადგენელი ბარბარე ჭკუასელი საუბრობს მშობლებზე, რომელთათვის მნიშვნელოვანია შვილების ბედნიერება და არა სკოლაში მიღებული მაღალი შეფასებები.
Sputnik

„მშობლებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია შვილების ბედნიერება, ქულები მეორეხარისხოვანია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არიან ბედნიერები, როცა მათი შვილი მაღალ ქულას იღებს, ან არ მოსწონთ, როცა ბავშვი კარგად სწავლობს. როცა მშობელი უწყობს ბავშვს ხელს, რომ გააკეთოს ის, რაც მას სურს, ამ დროს ბავშვს მოტივაციაც ბევრი აქვს და იცის, რომ მშობლისგან აქვს უპირობო სიყვარული“, – ამბობს ბარბარე ჭკუასელი.

ფსიქოლოგის განცხადებით, ამ დროს ბავშვმა იცის, რომ მისი სიყვარული არ არის დამოკიდებული ქულებზე და მის წარმატებაზე, გრძნობს, რომ მშობელს უყვარს ისეთი, როგორიც არის.