„ეს საბოტაჟია“ - თბილისელები მეტროს გაფიცვამ აღაშფოთა

„მეტრო დაკეტილია. გთხოვთ ისარგებლოთ ავტობუსით. ავტობუსები უფასოდ მოგემსახურებიან“ - ასეთი წარწერა ხვდება მგზავრებს 23-ვე მეტროსადგურის შესასვლელზე
Sputnik

მეტროს მემანქანეები ორშაბათ დილით გაიფიცნენ. მათი მოთხოვნაა — ხელფასების 45%-ით გაზრდა. ნაწილმა — 140 ადამიანმა შიმშილობა დაიწყო.

გაუთავებელი საცობები გზებზე, გადაჭედილი მიწისზედა ტრანსპორტი და ტაქსის გასამმაგებული ტარიფები — მემანქანეების გაფიცვამ სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია, და ასევე სერიოზული აჟიოტაჟი სოციალურ ქსელში.

„საბოტაჟი არ არის ეხლა ამ მემანქანეების მხრიდან????“, — წერს Sergo Sergi Sergi.