ტკბილი გართობა: Sputnik-მა საკუთარი მკითხველების შვილებს საჩუქარი გაუკეთა

Sputnik

Sputnik-ის და საკონდიტრო Azzato-ს პროექტის ფარგლებში 20-მა ბავშვმა მონაწილეობა მიიღო ტორტების მორთვის მასტერ-კლასში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ღონისძიება.

ახალგაზრდა კონდიტერები, „Sputnik-საქართველოს“ და საკონდიტრო Azzato-ს საერთო პროექტის ფარგლებში, მაღალი კულინარიის სამყაროს შეუერთდნენ და დამოუკიდებლად მოამზადეს და მორთეს საკუთარი ნამცხვრები. მასტერ-კლასის ყველა მონაწილემ Azzato-სგან საჩუქრად ტორტი მიიღო.

მასტერ-კლასში მონაწილეობა მიიღეს ფოტოკონკურსის "როგორ მიყვარს ზაფხული" გამარჯვებულმა ბავშვებმა. ფოტოკონკურსი „Sputnik-საქართველომ“ საკუთარ Facebook–გვერდზე ჩაატარა. პირველი ოცი კონკურსანტი, ვისმა ფოტოებმაც ყველაზე მეტი ლაიქი მოაგროვა, გამარჯვებულებად დასახელდნენ. ფოტოკონკურსი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.