ვულკანის ამოფრქვევა: ჰავაი კატასტროფის წინაშე

Sputnik

ჰავაიზე უკვე ერთი თვეა ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება. თუ ის იფეთქებს, ჰავაი უბრალოდ განადგურდება, ხოლო გიგანტური ცუნამი კალიფორნიის ნაპირებსაც კი მიაღწევს. იხილეთ ფოტოები სტიქიური უბედურების ადგილიდან.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ვულკანში მიწისქვეშა წნევა მატულობს და აფეთქების საშიშროება არსებობს. ჰავაის ხელისუფლება კუნძულის მოსახლეობას თხოვს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რისკის ზონა.

მეცნიერების თქმით, ვულკანის ამოფრქვევა შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. საფრთხე ემუქრება ბოლო მთავარ გზასაც — ერთადერთ სახმელეთო გზას ევაკუაციისთვის. ლავა უახლოვდება ადგილობრივ გეოთერმულ ელექტროსადგურს და ასევე ჩაედინება წყნარ ოკეანეში, ჰაერში კი ტოქსიკური ღრუბელი წარმოიქმნა.

1 / 18
მეცნიერების თქმით, ვულკანის ამოფრქვევამ შესაძლოა რამდენიმე თვეს გასტანოს
2 / 18
ჰავაის ხელისუფლება მოსახლეობას საშიში ზონის სასწრაფოდ დატოვებას თხოვს
3 / 18
განსაკუთრებით რთული სიტუაცია ვულკანმა კაპოჰოში შექმნა. მაგმა უკვე ოკეანის პირასაა, ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მალე უკან დასახევი გზა უბრალოდ აღარ დარჩება. სწორედ ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება კომუნის მცხოვრებებს სახლების რაც შეიძლება მალე დატოვებისკენ მოუწოდებს
4 / 18
ვეებერთელა ბზარი გაჩნდა ვულკან კილაუეაზე ჰავაიში, საიდანაც მაგმის ტალღები მოედინება
5 / 18
ჰავაიზე უკვე ერთი თვეა ვულკანი იფრქვევა
6 / 18
თუ ვულკანი აფეთქდება, ჰავაი განადგურდება, ხოლო გიგანტური ცუნამი კალიფორნიის ნაპირებამდე მიაღწევს
7 / 18
თუმცა კილაუეა ყველას ვერ აშინებს. ადგილობრივებიც და ტურისტებიც ცდილობენ გადაიღონ კარგი "სელფი საშიში ვულკანის ფონზე", ხოლო Youtube-ზე არხიც კი შეიქმნა, სადაც პირდაპირ ეთერში უჩვენებენ ვულკანის ამოფრქვევას
8 / 18
ამოფრქვეული ვულკანი წყნარ ოკეანეში ჩაედინება
9 / 18
ლავამ უკვე გაანადგურა 80 შენობაზე მეტი. არანაკლებ საშიშია ტოქსიკური გაზები, რომლებიც ვულკანიდან გამოიყოფა და ჰაერში გროვდება
10 / 18
ახალი ბზარები, რომლებიდანაც მაგმა გადმოდის, ოთხ სართულიანი შენობის სიმაღლის ტალღებს ისვრის, იუწყება აშშ-ის გეოლოგიური სამსახური
11 / 18
ლავის ტალღები უკვე ჩაედინა ოკეანეში, ჰაერში კი ტოქსიკური ღრუბელი წარმოიქმნა
12 / 18
სხვა ბზარებიდან კი ბოლი არ წყდება, რამაც ადგილობრივთა სახლები მოიცვა
13 / 18
ჰავაის სამოთხე რამდენიმე კვირაში ჯოჯოხეთად იქცა ვულკანის ამოფრქვევის გამო. ახლა ჰავაიზე მიწა იწვის და დნება, ხოლო ლავის ტალღები კილომეტრების მანძილზე მიედინება
14 / 18
ხელისუფლება ვულკანის აქტივობით შეშფოთებულია, მათი თქმით, საშიშროება ყოველდღიურად მატულობს
15 / 18
ადგილობრივი მოსახლეობა ვულკანის ამოფრქვევას რეაქტიული თვითმფრინავის ხმას ადარებს
16 / 18
ლავამ გავაიზე ორი ჭაბურღილი ამოავსო, რის საშუალებითაც მუშაობდა ადგილობრივი გეოთერმული ელექტროსადგურები
17 / 18
ვულკანმა კილაუეამ 3 მაისს გაიღვიძა
18 / 18
ნახშირორჟანგი და გოგირდის დიოქსიდი ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ პრობლემებიც მთავარ წყაროდ იქცა