ზაზა სარალიძე: „მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე...“

პოლიტიკოსებმა რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოიყვანეს
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისში მოკლული მოზარდის მამის მხარდამჭერი აქცია ერთბაშად ორ ადგილას იმართება, თავად ზაზა სარალიძე ამჟამად არცერთ აქციაზე არ იმყოფება.

ზაზა სარალიძემ პროტესტის რადიკალურ ზომას — ქუჩის აქციებს მას შემდეგ მიმართა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე — ვინ მოკლა მისი შვილი დათო სარალიძე. მკვლელობაში ბრალდებულ პირს სასჯელი მიესაჯა მკვლელობის მცდელობისთვის, რადგან პროკურატურამ ვერ დაამტკიცა, რომ სწორედ მან მოკლა დავით სარალიძე.

Заал Удумашвили на акции протеста в столице Грузии

სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურის ჩინოსნებმა და გამომძიებლებმა მომხდარის რეალური დეტალები დამალეს და მისი შვილის მკვლელს ხელს აფარებდნენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სარალიძის მხარდასაჭერად რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი საქართველო“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად აქცია ვაკის პარკშიც ტარდება. იქ შეიკრიბა რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც ასევე ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ.

Георгий Вашадзе дает интервью журналистам

მანამდე ზაზა სარალიძე ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე გამოჩნდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მას რამდენიმე ადამიანმა წაუყენა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ მან მხარდაჭერა პოლიტიკოსებს სთხოვა, მას არ დაუმალავს გულდაწყვეტა და აქცია დატოვა.

Акция протеста у здания парламента Грузии на проспекте Руставели

„ჩემი გადაწყვეტილება მე ვიცი, აღარ მჭირდება არანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე. მე ვერც აქ და ვეღარც იქ დავინახე ხალხის ერთობა. ჯერ არ გადამიწყვეტია ბოლომდე, გადავწყვეტ“, — განაცხადა სარალიძემ.

Звиад Куправа дает интервью журналистам

სარალიძის თანამოაზრემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე აუცილებლად მივა. 

ზაზა სარალიძე ვაკის პარკში აქციაზე ნინო ლომჟარიასთან ერთად იმყოფებოდა და ტერიტორია მასთან ერთად დატოვა. ნინო ლომჟარიამ განაცხადა, რომ ზაზა სარალიძე სახლში მიდის, რათა დაისვენოს.

„სახლში უნდა ადამიანს, ორი წუთი რომ დაისვენოს. თვითონ ადამიანს არ უშვებენ სახლში. შეიძლება ამ მდგომარეობაში ჩააყენო ადამიანი?“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.