ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 5 ივნისს

დღისით დედაქალაქში ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსები სამშაბათს, 5 ივნისს თბილისში უპირატესად მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა იქნება ღამით — პლუს17 გრადუსი; ხოლო დღისით ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება. ქარი 5-10 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:31 საათზე ჩავა.