ლომერ ჟორჟოლიანს პატიმრობა შეეფარდა

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ივლისს გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების საქმეზე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულ ლომერ ჟორჟოლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანის გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა 25 ივლისს გაიმართება.

რატომ დატოვა თანამდებობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა

ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების დროს დაკავებულ ლომერ ჟორჟოლიანს ბრალი გუშინ წარუდგინეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ინციდენტი 31 მაისს, გვიან ღამით აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. სროლის შედეგად დაიჭრა ძიუდოს ვეტერანი, სოსო წელაური, ლაშა ყიზილაშვილი და გრიშა გუმაშვილი. ინციდენტს შეესწრო საპატრულო პოლიცია, რომელმაც ლომარ ჟორჟოლიანი დააკავა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა ქევხიშვილიც, რომელმაც შემთხვევის შემდეგ სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია. მალევე მან თავისი გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა.