ქართული კულტურა კანადაში: ჭიათურიდან ვანკუვერში 55 ცალი ქვევრი გაიგზავნა

ქვევრების ახალი მფლობელი პირველ ეტაპზე ქვევრებში ადგილობრივი ჯიშის ყურძენს დაწურავს, თუმცა იგი სამომავლოდ რქაწითელის გაშენებას გეგმავს.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოდან კანადის ქალაქ ვანკუვერში 55 ცალი ქვევრი გაიგზავნა რესტორნის მეპატრონე პასკალ როისთვის, ნათქვამია „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რესტორნის მეპატრონეს საქართველოდან ქვევრების გატანაში მეღვინე სანდრო მილორავა დაეხმარა. ქვევრები ჭიათურაში, სოფელ მანდაეთშია დამზადებული და ამჟამად გზაშია. მილორავას განცხადებით, ქვევრები კანადაში ივნისის ბოლომდე ჩავა. ქვევრების მოცულობა 50-დან 1000 ლიტრამდეა. ისინი მექვევრე იმედა გოგოლაძემ დაამზადა.

პასკალ როი პირველ ეტაპზე ქვევრებში ადგილობრივი ჯიშის ყურძენს დაწურავს, თუმცა იგი სამომავლოდ რქაწითელის გაშენებას გეგმავს.

პასკალ როი გასულ წელს სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში და რთველის პროცესს.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.