წყალდიდობა რუსთავში: ქუჩების ნაწილი ისევ წყალქვეშაა

ავტომობილები ისევ დატბორილ ქუჩებში მოძრაობენ
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ქალაქი რუსთავი გონს მოდის წყალდიდობის შემდეგ — ქუჩები დატბორილია, მოსახლეობა და ადმინისტრაცია ზარალის დათვლას ცდილობენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

Наводнение в Рустави

რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად მთიდან ქვების ცვენა დაიწყო. ამის შედეგად წყალარინების არხები ნაწილობრივ გადაიკეტა, რაც წყალდიდობის მიზეზი გახდა.

„ძალიან რთულია ზარალის ოდენობაზე საუბარი, რადგან წყალი კომერციულ ობიექტებში შევიდა და ყველაფერი დასათვლელია“, — განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ტელეარხის ეთერით.

ქალაქის სამსახურები შედეგებს ვერ უმკლავდებიან — ავტომობილები დატბორილ ქუჩებში გადაადგილდებიან.