ბაგრატიონებმა სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს

სამეფო გვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II–მ დალოცა.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. იოანე და ქრისტინე (ძიძიგური) ბაგრატიონებმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს, ჯვრისწერის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ქართველმა პრინცმა და ცნობილმა მოდელმა ურთიერთობა ოთხი წლის წინ დაიწყეს. მათ სამოქალაქო ქორწილი ესპანეთში უკვე გადაიხადეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II–მ ბაგრატიონთა გვარის სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრებსა და მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა. მათი ჩამოსვლა უკავშირდება იოანე და ქრისტინე ბაგრატიონების ჯვრისწერას. მისმა უწმინდესობამ და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ახალ ჯვარდაწერილ წყვილს ბედნიერება უსურვეს.

ქართველი პრინცი იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი მეუღლესთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს.