მამუკა ბლიაძე: „ნათელა იანქოშვილის შემოქმედება ცნობილ გერმანულ გალერეას წარვუდგინე“

მამუკა ბლიაძე საუბრობს თავის საქმიანობაზე, ცნობილ ქართველ მხატვარზე, ნათელა იანქოშვილზე, რომლის გამოფენაც 6 ივნისს, თბილისში ზურაბ წერეთლის სახელობის გალერეაში გაიმართება.
Sputnik

„ბოლო ათი წელიწადია, რაც ნათელა იანქოშვილის „პრომოუშენზე“ ვმუშაობ. ბოლოს ნიუ-იორკში წარვადგინე და დიდი წარმატება ხვდა“-განუცხადა  „Sputnik-საქართველოს“ მამუკა ბლიაძემ.

მამუკა ბლიაძე- ხელოვნების ექსპერტი, ცნობილი გერმანული გალერეა Kornfeld-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცხოვრობს ლონდონში, მისი მეშვეობით ნათელა იანქოშვილის შემოქმედება უცხოეთის ბევრ ქვეყანაში გაიცნეს.