ტყიბულში ორი მუშა დაიღუპა

წინასწარი ვერსიით, ტყიბულში, შახტში ორი მუშის დაღუპვა ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ტყიბულში ორი მუშა შახტში დღეს, გამთენიისას დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძის განცხადებით, შემთხვევა მოხდა ერთ-ერთი კერძო კომპანიის ღია მოპოვებით საწარმოში, სადაც მადნეული ღია კარიერის წესით მოიპოვება.

ტყიბულში ორი მეშახტე დაშავდა

წინასწარი ვერსიით, ტყიბულში, შახტში ორი მუშის დაღუპვა ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის სამ თვეში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი. 2017 წელს დაიღუპა 41, დაზიანებები მიიღო 66–მა ადამიანმა. ამასთან, მარტო ტყიბულის შახტებში ბოლო 15 თვის განმავლობაში დაიღუპა 11 ადამიანი. 5 აპრილს მინდელის შახტზე მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, სადაც 6 მუშა დაიღუპა.