ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 4 ივნისს

დღისით დედაქალაქში ჰაერი 26 გრადუსამდე დათბება
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსები ორშაბათს, 4 ივნისს თბილისში უპირატესად მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა იქნება ღამით — პლუს14 გრადუსი; ხოლო დღისით ჰაერი 26 გრადუსამდე გათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

დღის მეორე ნახევარში წვიმაა მოსალოდნელი.

მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:30 საათზე ჩავა.