ჩინეთში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა - ქსელში ვიდეო გაჩნდა

კოსმოსურმა სხეულმა ჩინეთს ქალაქ ჯინგჰონგის თავზე ჩაიფრინა და ღამის ცა გაანათა
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ჩინეთში იუნანის პროვინციის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, იუწყება РИА Новости სააგენტო „სინჰუაზე“ (Xinhua News Agency) დაყრდნობით.

კაშკაშა კოსმოსურმა სხეულმა დიდი სიჩქარით გაიელვა ქალაქ ჯინგჰონგის თავზე და ღამის ცა გაანათა.

თვითმხილველის თქმით, ეს ამოუცნობი ობიექტი ძლიერ ხმას გამოსცემდა.

ობიექტის ბუნების წარმოშობის დასადგენად სააგენტოს ჟურნალისტებმა მიმართეს სპეციალისტებს, თუმცა მათ ზუსტი პასუხი ვერ გასცეს. სავარაუდოდ, ეს მეტეორიტი ამ ბოლიდი იყო.