ქობულეთში დაკარგული მოზარდი თბილისში აქციაზე იპოვეს

სამართალდამცველებს მოზარდი ქობულეთში, სახლში მიჰყავთ.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ქობულეთში გუშინ დაკარგული 14 წლის მოზარდი პოლიციამ დღეს თბილისში საპროტესტო აქციაზე იპოვა, აცნობეს  „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი  სახლიდან გუშინ  დღის 2 საათზე ოჯახის გაუფრთხილებლად გავიდა. მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

სამართალდამცველებს მოზარდი ქობულეთში, სახლში მიჰყავთ. 

ქობულეთში მესამე დღეა დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მესამე დღეა მართავს. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.